ბულიულიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბულიულიუ – (ესპ. buiuiu, < bulla - ხმაური, აურზაური) – მოხეტიალე მსახიობის სახელწოდება ესპანეთში (მე-16 ს.). ბულიულიუ სოფელ-სოფელ გადაადგილდებოდა და მართავდა კომედიურ, პრიმიტიულ წარმოდგენებს, სადაც ყველა როლს თვითონ თამაშობდა და ამასთანავე ასრულებდა რამდენიმე „ლოას“ (loa – მაყურებლისთვის ხოტბის შესხმა).