ბურმე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბურმე - ნამცხვარი. გამდნარ ერბოში კვერცხებს ჩაატეხდნენ, გაცივების შემდეგ პურის ფქვილს ჩააყრიდნენ და თბილი წყლით მოზილავდნენ, ცომისაგან თხელ ფენებს გაიყვანდნენ და შაქარში დანაყილ მოხრაკულ ფქვილს შეურევდნენ, სიგრძეზე დაამრგვალებდნენ, სპილენძის სინზე სპირალისებურად დააწყობდნენ, ზემოდან ერბოს მოასხამდნენ და შეწვავდნენ, ბოლოს კი სქელ შერბეთს შეურევდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:157.