გაბაონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბაონი – ერთ-ერთი უძველესი ქანაანურ – პალესტინური ქალაქი. პალესტინაში ებრაელების გამოჩენამდე ეს ქალაქი მცირე ქანაანურ ტომს, ევეებს ეკუთვნოდათ. როდესაც ებრაელებმა ქანაანში ანუ „აღთქმულ მიწაზე“ ილაშქრეს, ეს ქალაქი და მიმდებარე ტერიტორია ისრაელის თორმეტი ტომიდან ერთ-ერთს, ბენიამინის ტომს ჩაუვარდა ხელში, შემდეგ კი ლევიტთა ქალაქი გახდა და ძალიან მნიშვნელოვანი რელიგიური მნიშვნელობა შეიძინა.

გაბაონში იდგა მოსეს დროს შექმნილი უფლის მოძრავი ტაძარი, რომელიც ახალი ტაძრის აშენების შემდეგაც კი დიდ რელიგიურ მნიშვნელობას ატარებდა.

გაბაონთან ორი ცნობილი ბრძოლა მოხდა, ერთი იესო ნავეს ძის სარდლობისას, გაბაონის ტბორთან, როდესაც ებრაელებმა ქანაანელ ტომთა დიდი არმია დაამარცხეს და მეორე, რომლის შემდეგაც ისრაელში დავით იესეს ძის მმართველობა განმტკიცდა და საულის დინასტია დაეცა. გაბაონის ადგილზე დღეს პატარა სოფელი, ელ ჯიბია, ხოლო ტბორი, რომელმაც სახელი გაითქვა მის სანაპიროებთან გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლით ისევ თავის ადგილზეა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები