გაბუდაყება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბუდაყება (მთიულ.) – გამდიდრებული კაცის საყმოსგან გამოცალკევების მცდელობა. თემი გაბუდაყებულს იკვეთდა, სრულ იზოლაციაში აქცევდა, რაც თემის შიგნით შექმნილი პრეროგატივების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენდა.

გადმოცემების მიხედვით, გაბუდაყებული ეჯიბრებოდა, ემიჯნებოდა, ზოგჯერ დევნიდა კიდეც ჯვარს, რის გამოც თავგასულ ყმას ან თემი კლავდა ან თავად ჯვარი სპობდა მასაც და მის გვარსაც (ასე მოსვლიათ ჩარგლელ სულასა და კურდღელას, არტნელ თაგვა თაღლაურას, არხლელ არხალს, გოგოლაურთელ ყარტაულას, გვიდაქელ ცხრა ძმას, ხადელ ცხრა ძმა მიდელაურებსა და სხვებს).


ლიტერატურა

  • რ. ხარაძე, ალ. რობაქიძე. მთიულეთის სოფელი ძველად. თბ., 1965, გვ. 64-67;
  • თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ., 1967, გვ. 116-122;
  • ლ. კაიშაური. მთიულური ტექსტები. თბ., 1978, გვ. 100-101;
  • გ. ხორნაული. მთები და სახელები. თბ., 1983, გვ. 150, 159, 192.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები