გამოთვლითი ტექნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამოთვლითი ტექნიკა – ტექნიკისა და მათემატიკის საშუალებების, მეთოდებისა და ხერხების ერთობლიობა, რომელიც გამოთვლითი პროცესის სრული ან ნაწილობრივი ავტომატიზაციით აადვილებს და აჩქარებს რიცხვითი ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ შრომატევად ამოცანათა გადაწყვეტას; ტექნიკის დარგი, რომელიც სწავლობს გამომთვლელი მანქანების დაპროექტების, დამზადებისა და ექსპლოატაციის საკითხებს.