განათების ეფექტი პავილიონში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განათების ეფექტი პავილიონში (ეფექტური შუქი) — ბუნებრივი განათების მიბაძვა პავილიონში, რომელიც იქმნება ხელოვნურად, ჩვეულებრივ ელექტროგამნათებელი აპარატურის გამოყენებით.
განათების ეფექტი ხშირად მიმართავენ დეკორაციებში მზის, მთვარის, ქუჩის ფანრის, სანთლის და სხვა შუქის შესაბამისად განწყობილების შესაქმნელად კადრში. ეფექტური შუქის შესაბამისად იქმნება დეკორაციაში და ობიექტებზე შუქციმციმისა და ჩრდილების გამიზნული ფორმები, მაგალითად, იმიტაცია მზის სხივებისა, რომლებიც დეკორაციის სარკმლიდან იატაკსა და კედელზე ქმნიან შუქციმს სარკმლის ალათის ჩრდილის გამოსახულებას.