განბრჯენა (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განბრჯენა – კონსტრუქციისა და ნაგებობის საყრდენი რეაქციის ჰორიზონტალური მდგენელი, რომელიც წარმოიქმნება ვერტიკალური დატვირთვისას. კონსტრუქციულ სისტემებს, რომლებშიც მოქმედებს განბჯენა, განბჯენიანი სისტემები ეწოდება. ტიპური განბრჯენიანი სისტემაა თაღი.