განგარილა (ესპ. gangarilla, ganga – უხეში დაცინვა) – მოხეტიალე დასი XVI ს. ესპანეთში. წარმოდგენებს მართავდნენ გლეხების ეზოებში. დასი შედგებოდა სამი მამაკაცისა და ქალების როლების შემსრულებელი ბიჭისაგან. განგარილები წარმოადგენდნენ აუტოს და ინტერმედიებს.
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი