გივიშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით გივიშვილი

გივიშვილი დავით – (1850 – 1916), აშუღი, ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი. დაიბადა თბილისში. წერა-კითხვა დედამ ასწავლა. მამამ პატარა დავითი, სასწავლებლის ნაცვლად, შეგირდად ბაზაზ შახნაზაროვს მიაბარა;შემდეგ იყო მებაჟედ, შემდეგ მოხელედ დანიშნეს ქალაქის სასაკლაოში. ამის შემდეგ „ბაზარნიკის” თანამდებობას ასრულებდა და ამ ადგილს შერჩა 25 წელიწადი, სიბერის დროს სარგებლობდა ქალაქის გამგეობის მიერ მიცემული 15 მანეთიან პენსიით. უკანასკნელ დროს ავლაბარში გახსნა პატარა ფარდული, სადაც წმინდა სანთლებსა და თავის ნაწერებს ჰყიდდა. იგი იყო ძველი თბილისის ქალაქურ-აშუღური პოეზიის წარმომადგენელი. XIX ს 70-იანი წლების ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ „დროებაში”. პირველი წიგნი „ბაზარი” 1975 წელს დაბეჭდა, სულ გამოცემული აქვს 37 საშუალო და მცირე ზომის კრებული. მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვა-ჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოციალური თემატიკა. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.


მაჯამა
ვისაც ესმის ვარდის სუნი ან ძალა,
მას აყნოსეთ ყვავილები დარია,
მაშინ ვნახოთ, სად დარჩება ანძალა,
მის მყრალ სუნმაც ყვავილები დარია!
პირუტყვებსა თურინჯები ეხილათ,
შესცინოდნენ, ჭამად კი ვერ ეხილათ,
ბრმად უცქერდნენ, თუმცა თვალნი ეხილათ,
არ იცოდნენ მისი ფასის დარია.
ვარსკვლავთმრიცხველს ჰკითხეთ თავის ხელობა,
ჰაეროვნის კამათობა, ხელობა;
ყრმამ რა იცის ფეხობა, თუ ხელობა.
ოთხზე გოგავს ავდარი, თუ დარია.
ყვავის ჩხავილს ყვავი უწყობს ბანსა და,
შემოჯდება რაკი მაღლა ბანსა და,
ამახინჯებს ქართულ ანა-ბანსა და,
გივიშვილის გული ამან დარია!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები