გილგუდი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ გილგუდი

ჯონ გილგუდი – (1904-2000), ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი. სენტ-ანდრუსიის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიტერატურის დოქტორი. თეატრალური განათლება მიიღო ლედი ბენსონის (ლონდონი) კერძო სკოლაში და დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში. 1921 წ. შედგა მისი სამსახიობო დებიუტი „ოლდ ვიკის“ სცენაზე, 1932 წ. – სარეჟისორო დებიუტი. მისი სამსახიობო და სარეჟისორო მონაცემები ყველაზე უკეთ გამოვლინდა შექსპირულ რეპერტუარში. მისი ნიჭის ახალი წახნაგების წარმოჩენას ხელი შეუწყო ა. ჩეხოვის დრამატურგიამაც. მან ერთ-ერთმა პირველმა ინგლისურ თეატრში გამოიყენა სტანისლავსკის სისტემა. იგი იყო სცენური სიტყვის და დეკლამაციური ტექნიკის დიდოსტატი, დახვეწილი ინტონირებით გადმოსცემდა როლის ფსიქოლოგიურ ქვეტექსტს. სარეჟისორო ხელოვნებაში დიდ ყურადღებას აქცევდა სიტყვის, მიმიკისა და ჟესტის გამომსახველობას.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები