გიორგი ბერიაშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ბერიაშვილის ქუჩა – ქუჩა თბილისში, სამგორის რაიონში ( სამგორის II დასახლება); გიორგი აბაშვილის ქუჩიდან მიხეილ გახოკიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. კახეთის გზატკეცილის პარალელურ ქუჩას გიორგი ბერიაშვილის სახელი ეწოდა 1982 წელს.