გოგროჭინა (ბავშვის სათამაშო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოგროჭინა − საბავშვო გასართობი, ერთგვარი ორბორბლიანი ან სამბორბლიანი „ველოსიპედი”, რომელსაც შინახელოსნური გზით ამზადებდნენ. შესდგებოდა საჯდომის, სახელურიანი საჭის − „რულისა” და ბორბლებისაგან. მას საჯდომზე საზურგე ჰქონდა დამაგრებული. გავრცელებული იყო ორგორგლიანი ანუ ორბორბლიანი და სამგორგლიანი სახის გოგოროჭინები. ბორბლები ტრადიციულად ხის მრგვალი მორის გადანახევით მზადდებოდა, რომელსაც შუაზე ნახვრეტს უკეთებდნენ და ხისავე ღერძზე ტრიალებდა. ბოლო დროს ხის ბორბლების ნაცვლად ლითონის „პაჩებნიკებს” − საკისარს იყენებდნენ. გოგროჭინათი სეირნობა − „კატაობა” საბავშვო გასართობი იყო, რასაც ფართო ასპარეზი ზაფხულობით მთაში დასვენების დროს ჰქონდა.
|