დაკიდებული ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაკიდებული ხიდი – ხიდი, რომლის ძირითადი მზიდი კონსტრუქციები, როგორც წესი, წარმოადგენს მოქნილ ელემენტებს (ბაგირი, ჯაჭვი, ლითონის კაბელი და სხვ.), რომელიც ეყრდნობა პილონებს (კოშკებს), ხოლო ბოლოები ჩამაგრებულია ნაპირებზე. მოქნილ ელემენტებზე შეკიდებულია ხიდის სავალი ნაწილი (წამწეების ან კოჭების სისტემა), რომელიც ამაღლებს ხიდის სიხისტეს და ამცირებს დეფორმაციებს ადგილობრივი დატვირთვების ქვეშ.