დარგობრივი კონკურენტუნარიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარგობრივი კონკურენტუნარიანობა - (branch competitiveness) – დარგის მდგრადი ზრდის უნარი, რომელიც მიიღწევა ორი გზით:

1. დარგობრივი მწარმოებლურობის ზრდითა და
2. დასაქმების ზრდით.
საბოლოო ანგარიშით კი, დარგში დამატებული ღირებულების ზრდით. კონკურენტუნარიან დარგში კომპანიები პერმანენტულად აუმჯობესებენ მწარმოებლურობის მაჩვენებლებს როგორც ტექნოლოგიური, ისე მენეჯერული ინოვაციების შემოღებით, ამასთან, ბაზარს უფრო ხარისხიან ან უფრო იაფ პროდუქციას (მომსახურებას) აწვდიან, რითაც ზრდიან ერთობლივ მოთხოვნას. ფაქტორები კი, რომლებიც მოქმედებს დარგის კონკურენტუნარიანობაზე, განსხვავდება დარგების მიხედვით. ამიტომ ეკონომიკური ზრდისკენ მიმართული პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ეყრდნობოდეს ცალკეული დარგის განვითარების სტრატეგიას, რომლის შემუშავება შესაძლებელია მხოლოდ ცალკეული დარგის კონკურენტუნარიანობის ფაქტორთა ანალიზის შემდეგ.

არსებობს ოთხი ეტაპი, რომელთა მიხედვითაც ხდება შერჩეულ დარგში კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის განსაზღვრა.

პირველ ეტაპზე კეთდება დარგის ანალიზი გლობალურ კონტექსტში: მსოფლიოს რომელი კომპანიებია მოწინავე ამ დარგში, რა პროდუქცია და მომსახურება არის ყველაზე კონკურენტუნარიანი, ვინ არიან ამ დარგის ყველაზე გავლენიანი მოთამაშეები და რატომ. რამდენიმე მეთოდი გამოიყენება დარგის ანალიზის დროს, მაგრამ აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ანალიზი. ამ მეთოდის და ანალიზის ერთდროულად გამოყენების შედეგად ხდება დარგზე მოქმედი ფაქტორების გამოყოფა, მათი პრიორეტიზაცია და დარგში წამყვანი ბიზნესმოდელების ნათლად წარმოდგენა;

მეორე ეტაპზე ხდება შერჩეული დარგის ანალიზი უკვე იმ ფაქტორების ჭრილში, რომელთა პრიორეტიზაცია მოხდა პირველ ეტაპზე. გაანალიზდება მოცემულ დარგში შექმილი დამატებული ღიებულების წვლილი მთლიანად ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.

ამ ეტაპზე საჭიროა ე.წ. ბენჩმარკინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარგის ძირითადი პარამეტრების შედარება უნდა მოხდეს სხვა ქვეყნის მოწინავე დარგის საშუალო პარამეტრებთან. ამ ეტაპობრივი ანალიზის შედეგად დარგის ხარვეზების დადგენა ხდება ისევ დარგის ძირითადი მამოძრავებელი ძალების ჭრილში. მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიებისთვის (IT), როგორც მაღალი დამატებული ღირებულების მატარებელი დარგისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია დაფინანსების ისეთი სახეობა, როგორიც არის ვენჩურული კაპიტალი, განსაკუთრებით ე.წ. ბიზნესანგელოზების არსებობა. ეს ფაქტორი, სამაგიეროდ არ წარმოადგენს მუხრუჭს სატელეკომუნიკაციო ბიზნესში, პირიქით, თუ ტელეკომუნიკაციებში ანტიმონოპოლიურ რეგულირებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის იგი მეორეხარისხოვანია, სამაგიეროდ, უფრო მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვის კანონის მოქმედება ქვეყანაში და ა.შ.;

მესამე ეტაპზე ხდება დარგის დაინტერესებული მხარეებისა და გავლენიანი მოთამაშეების გამოვლენა და მათი ინტერესების, ძალთა თანაფარდობისა და ლიდერული პოზიციების ანალიზი; მეოთხე ეტაპზე შემუშავდება დარგის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები. ეს შეიძლება იყოს წმინდა თეორიული სავარჯიშო, პრაქტიკული და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ანუ რაც ხდება მეცნიერული კვლევის დროს კაბინეტებში. რეალური მდგომარმდგომარეობის გათვალისწინება ხდებამხოლოდ მაშინ, როდესაც ხერხდება დარგის ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლების შეკრება და მათი ნებაყოფლობითი თანამონაწილეობით დარგის სტრატეგიის ჩამოყალიბება, სტრატეგიული პროგრამის დასახვა და პასუხისმგებლობების განაწილება.

ასეთი შეხვედრების ორგანიზება და პოზიტიურ შედეგებამდე მიყვანა ძალზე რთული ამოცანაა, მაგრამ აუცილებელი, იმისათვის რომ შემუშავდეს დარგის განვითარების პროგრამა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ყველა მხარის ინტერესებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის გატარებას. დარგის კონკურენტუნარიანობის ანალიზის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ის, რომ კრიტიკული პარამეტრების მიხედვით მოცემულმა დარგმა ვერ შეძლოს კონკურენციის გაწევა მსოფლიო ბაზარზე. ამიტომ ამ დარგის საექსპორტო წამახალისებელი პოლიტიკის გატარება არ იქნებოდა ეკონომიკურად და ფინანსურად გამართლებული. იგივე ძალისხმევა სხვა დარგში უფრო დიდ ეფექტს მოიტანდა.

მაგ., შესაძლოა აბრეშუმის ტექსტილის აღორძინება საქართველოში არ აღმოჩნდეს მართებული, ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე გაბატონებულ ჩინურ და ინდურ აბრეშუმს ხარჯთა სტრუქტურით ვერ გაუწიოს კონკურენცია, რაც ამ დარგისთვის კრიტიკული პარამეტრია.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები