დევასტაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დევასტაცია - (ლათ. devastatio განადგურება, მოსპობა), შეტევითი, აქტიური პროფილაქტიკის მეთოდი, რომელიც გულისხმობს დაავადებების აღმძვრელების განადგურებასა და ფიზიკურ მოსპობას მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე ყველა ხელმისაწვდომი მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ზემოქმედების საშუალებებით.