დეკა (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეკა - სიმებიანი საკრავების კორპუსის (სარეზონატორო ყუთის) ბრტყელი ან ოდნავ გამობურცუღი მხარე; დეკა ირხევა მჟღერ სიმთან ერთად და აძლიერებს მის ბგერას. ბრტყელ კორპუსიან სიმებიან საკრავებს ორი დეკა აქვს: ქვემო და ზემო, რომლებიც რკალებითაა შეერთებული.