დელიბი ლეო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დელიბი კლემან ფილიბერ ლეო - ფრ. Clément Philibert Léo Delibes. (21. II. 1836, სენ-ჟერმენ-დიუ-ვალი, სარტა, – 16. I. 1891, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი.
დელიბი სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში (ა. ადანის საკომპოზიციო კლასი), 1853 მუშაობდა საოპერო თეატრებში აკომპანიატორად, ეკლესიებში – ორგანისტად. 1881-იდან პარიზის კონსერვატორიის პროფესორია. მისი ცნობილი ბალეტებია: „კოპელია“ (1870), „სილვია“ (1876). დაწერილი აქვს აგრეთვე ოპერები, ოპერეტები, რომანსები და სხვ. დელიბის საუკეთესო ოპერაა „ლამკე“ (1883), დელიბი ფრანგული ლირიკული ოპერის ტრადიციების გამგრძელებელია. მისი მუსიკისათვის დამახასიათებელია მელოდიურობა, სიფაქიზე.