დიაგნოსტიკური ინტერვიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაგნოსტიკური ინტერვიუ - (Diagnostic Interview Schedule), ინსტრუმენტი, რომელიც დიაგნოსტიკური ინტერვიუსთვის არის განკუთვნილი, შეიქმნა შეერთებულ შტატებში, როგორც იმ პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ფსიქიკური დაავადების გავრცელების შესწავლას (Epidemiological Catchemnt Area (ECA) Project), (Robins et al., 1981). არა-კლინიცისტებისთვის შეიქმნა სრულად სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც შეიცავს დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, რომლებსაც კლინიცისტები იყენებენ. DIS მოიცავს იმ დიაგნოზებს, რომლებიც უმეტესად ზრდასრულ პოპულაციაში გვხვდება. ამ დიაგნოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მოცემული ინტერვიუს შინაარსის შეფასებით (მაგ., მასში არ შედის ნეიროგენული ბულიმია). თავიდან დიაგნოზს სვამენ ცხოვრების მთელი ციკლის საფუძველზე. ამის შემდეგ ინტერვიუერი კითხულობს, თუ ბოლო დროს როდის აღენიშნებოდა პაციენტს უკანასკნელი სიმპტომი. პაციენტის პასუხის საფუძველზე, კლინიცისტი აფიქსირებს აშლილობას, რორომელიც აღინიშნებოდა უკანასკნელი 2 კვირის, ან უკანასკნელი 1, 2, 6 ან 12 თვის მანძილზე.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები