დინამო არენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანორამული ხედი

დინამო არენა (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა) (ინგლ. Dinamo Arena of Tbilisi) – მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. თავდაპირველი ნაგებობა, რომელიც ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი, აიგო 1932-1935 წლებში (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი).

1955-1956 წლებში განიცადა მცირე რეკონსტრუქცია, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა (არქიტექტორი გია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი).

სტადიონი თავდაპირველად 78 000 მაყურებელს იტევდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, უეფას მოთხოვნების შესაბამისად გამოცვალეს დასაჯდომები, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 54 549-მდე. სტადიონის ძირითადი მზიდი კონსტრუქციები შესრულებულია მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციებისაგან (სურ. 3. ტრიბუნის მზიდი კონსტრუქციები).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები