დუენდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დუენდე – შთაგონების განსაკუთრებული სახეობა, ეგზისტენციალური მდგომარეობა, რომელიც გადმოიცემა უსიტყვოდ, სტატიკურად, გარეგნული ხერხების მინიმალური გამოყენებით. ტერმინი თეატრალურ ხელოვნებაში დაამკვიდრა ფ. გ. ლორკამ („დუენდეს თეორია და თამაში“). დუენდე არ არის მხოლოდ თეატრალური ეფექტი, მისი აღმოცენება შესაძლებელია ნებისმიერ, მეტისმეტად დრამატულ, ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც.