ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა – ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერა); მისასვლელი ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნეში ამ უბნის განაშენიანებასთან ერთად. ძველთაგან მიწის დიდი ნაკვეთი, ახლანდელი მერაბ კოსტავასა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩებს შორის, გაბაშვილის მამული იყო. შემდგომში მათი სახელი შეინარჩუნა მხოლოდ ერთმა პატარა გაბაევის შესახვევმა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში), რომელსაც 1923 წელს ეკატერინე გაბაშვილის სახელი უწოდეს.



წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები