ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩა − ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (საბარგოს დასახლება); ნოე ხომერიკის ქუჩიდან სერგი დურმიშიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. ადრე საბარგოს დასახლების V ქუჩა ერქვა, შემდეგ თედორე აფანასიევის სახელი ეწოდა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის განკარგულებით, თედორე აფანასიევის ქუჩის ერთ მონაკვეთს (სერგი დურმიშიძის ქუჩამდე) საზოგადო მოღვაწის ეკატერინე მელიქიშვილის სახელი ეწოდა, მეორე ნაწილს კი (სერგი დურმიშიძის ქუჩიდან გიორგი შარვაშიძის ქუჩამდე) — ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა.