ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფცია - (conception of ecological economy) - მხარს უჭერს ეკონომიკური სისტემის შექმნის იდეას და მისი რეალიზაციისათვის ისახავს ორ გზას: პირველი მიმართულების წარმომადგენლები მთელ ეკოსისტემას ეკონომიკური საქმიანობის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ და მოითხოვენ ეკონომიკურ საქმიანობაში ბუნებრივი პროცესების ჩართვას. მეორე მიმართულების წარმომადგენლები ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას მეურნეობრიობის ტრადიციული მეთოდების გამოყენებას უკავშირებენ. მეორე მიმართულებამ მიიღო ენვაირომენტული დეტერმინიზმის (environmental determinism) სახელწოდება. მის მიხედვით გარემო არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. ეს განსაკუთრებით ეხება სუსტად განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ადგილობრივ ბუნებრივ რესურსებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე აიძულებს ამ ქვეყნებს მოახდინონ მოძველებული ტექნოლოგიების იმპორტი, რომლებიც ხელს უწყობს ეკოლოგიური კატასტროფების წარმოქმნასა და გარემოს დაბინძურებას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები