ერკერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ერკერი − (გერმ. Erker), წარმოადგენს შენობის ფასადის სიბრტყიდან წინ გამოწეული სათავსის ნაწილს, რომელიც ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია კედლებით. ერკერი გეგმის კონფიგურაციის მიხედვით შეიძლება იყოს სწორკუთხოვანი, მრავალკუთხოვანი ან წრიული. ერკერი შეიძლება იყოს მოწყობილი ერთ ან რამდენიმე სართულის სიმაღლეზე.