ეფიალტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფიალტეათენის პოლიტიკური მოღვაწე (დაახლოებით ძვ.წ.აღ. 500 - 462 წწ).

ეფიალტეს შესახებ თანამედროვენი ამბობენ: „ეფიალტეს სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ათენელი ხალხი აღვირაწყვეტილ ცოფიანს ცხენს ემსგავსებაო“. პლატონი კი აღნიშნავდა: „ეფიალტემ დემოსი გადამეტებული თავისუფლებით დაათროო“. ეფიალტე ათენის ოლიგარქიის მთავარ ორგანოს – არეოპაგის წინააღმდეგ იბრძოდა, მან ბერძენ-სპარსელთა ომების დროს დიდი უფლებები მოიპოვა და მისი წევრები კანონსაც ხშირად არღვევდნენ. ეფიალტემ არეოპაგის წევრები სახალხო კრებაზე ამხილა, დააბრალა მექრთამეობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო თანხების მითვისება და ისინი სასამართლოს გადასცა, სადაც მათ ყველა ბრალდება დაუმტკიცდათ. ამ დანაშაულებმა მათი ავტორიტეტი შეარყია. ეფიალტეს წინადადებით სახალხო კრებამ არეოპაგს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული უფლება ჩამოართვა. დაუტოვა მხოლოდ სისხლის სამართლის მეორეხარისხოვანი საქმეები. ამის შემდეგ ხუთასთა საბჭო და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაძლიერდა. კიმონი უპატიოსნეს ადამიანად ითვლებოდა, მაგრამ სპარტიდან დაბრუნებულს ათენის სახალხო კრებამ ბრალდება წაუყენა თვითნებობაში, ძვ.წ. 461 წ. ათენიდან ოსტრაკიზმოთი გააძევეს. საპასუხოდ კიმონის მომხრეებმა შური იძიეს როდესაც ეფიალტე ღამით სახლში ბრუნდებოდა, თავს დაესხნენ და მოკლეს. მკვლელები ვერ იპოვეს, ეფიალტეს ადგილი კი მისმა თანამოაზრე პერიკლემ დაიკავა.


წყარო

ძველი საბერძნეთის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები