ვარიანტი (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვარიანტი – (ლათ. varians − ცვალებადი), ლიტერატურული ან მუსიკალურ ნაწარმოებში ეწოდება ერთი და იმავე ნაწარმოების სხვადასხვა ტექსტს, ანდა ნაწარმოების ცალკეული ფრაზების სტრიქონების, სტროფების, ნაწილების სხვადასხვა რედაქციას.
მწერალი ნაწარმოებზე მუშაობისას ცდილობს მაღალმხატვრული, სრულყოფილი ტექსტის შექმნას, რის გამო მრავალგზის ცვლის, ხვეწავს, ამდიდრებს, აუმჯობესებს მას. ამ პროცესში იბადება ვარიანტები, რომელთა შესწავლა მოცემული ნაწარმოების შექმნის პროცესს გვიჩვენებს.
მაგალითად, ი. ჭავჭავაძის ლექსის „ყვარლის მთებს“ პირველი სტროფის ასეთი რედაქციები არსებობს:
- სამშობლო მთებო! თქვენი შვილი თავსა განებებ,
- მაგრამ თქეენს ხსოენას დავიწყებას ვერ მივაყენებ:
- თქვენ ჩემთან ივლით, თუმც აჩრდილად, ვით ჩემი გული,
- თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
- სამშობლო მთებო! თქვენი შვილი თავსა განებებ,
და
- სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
- მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
- თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
- თქვენთან, ჰე, მთებო ბუნებითა შეუღლებული!
- სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,