ვიბრაციული ტრანსპორტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვიბრაციული ტრანსპორტი – ფხვიერნატეხი მასალებისა და სითხეების გადაადგილება სატრანსპორტო მანქანების მოვიბრირე სამუშაო ორგანოებით. მას მიეკუთვნება ვიბრაციული კონვეიერი, მკვებავი, ბუნკერი, სარკინიგზო ვაგონების დამცლელი, ვიბრაციული ტუმბო. ვიბრაციული ტრანსპორტი განსაკუთრებით ეფექტურია მარცვლოვანი და წვრილნატეხი მასალების ტრანსპორტირებისათვის.