ვინიეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვინიეტი − (ფრანგ. vignette პატარა ვაზი < vigne ვაზი)
- ნაძერწი, ჩამოსხმული ან ნაკვეთი სამკაული, რომელზეც გამოსახულია სტილიზებული ვაზი. ხშირად გამოიყენება ფანჯრისა და კარის შესამკობად;
- წიგნის ან ხელნაწერის ან მისი რომელიმე ნაწილის თავში ან ბოლოში დართული გრაფიკული ორნამენტი, ნახატი;
- მცირე ზომის ფერადი ეტიკეტი მიკრული ავტომობილის საქარე მინაზე შესაბამისი გადასახადის გადახდის დასადასტურებლად;