ზოგჯერ ბრძენიც შეცდება (ოსტროვსკი)
„ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ – რუსი დრამატურგის ალექსანდრე ოსტროვსკის პიესა.
პიესის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ მთავარი გმირი ეგორ გლუმოვი, მოსკოვის ერთ-ერთ კეთილმოწყობილ და სუფთა ბინაში, დედასთან ერთად ცხოვრობს. გლუმოვი დედას ეუბნება, რომ ის ერთნაირად ჭკვიანი და ბოროტია, რომ შეძლებს შეიქმნას კარიერა და მოიპოვოს მის მიმართ მაღალი საზოგადოების კეთილგანწყობა. ის ავსებს დღიურს და წერს იმ ადამიანების სიას, რომელთა კეთილგანწყობის მოპოვებას მოახერხებს. ეგორ გლუმოვი, ძალიან სიმპათიური და მომხიბვლელი მამაკაცია. ის ხიბლავს კონსერვატორებსა და რეფორმატორებს, გულუბრყვილო ახალგაზრდა გოგონებსა და გამოცდილ ქალბატონებს. პიროვნული შარმი ეხმარება შენიღბოს თავისი ნამდვილი ზრახვები. მისმა ახლობლებმა არც კი იციან, თუ რა გზებით აპირებს იგი ბრწყინვალე კარიერის გაკეთებას. ეს პერსონაჟი გი დე მოპასანის „ლამაზი მეგობარის“ გმირ - ჟორჟს მოგაგონებთ. ისიც სიმპათიურია და გარეგნული შარმის ფაქტორს თავისი კარიერისთვის წარმატებულად იყენებს. ეგორი თავდაუზოგავად ცდილობს ცხოვრების გაუმჯობესებას, მოპოვებული კეთილგანწყობით და ამას ოსტატურადაც ნიღბავს. ის ჩვეულებრივი კარიერისტია, სნობური ცნობიერებით. ერთ დღესაც მთავარ გმირს ყველაფერი წყალში ეყრება, რადგან მისი დღიურის ჩანაწერები გეგმების შესახებ გაზეთში მისივე ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდება. ფარისეველი გლუმოვი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ მსუბუქი რეკრეაციული ფუნქციით დატვირთული კომედიაა სატირის ელემენტებით.