თალესის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თალესის თეორემა – პლანიმეტრიის თეორემა პროპორციული მონაკვეთების შესახებ: თუ ერთ წრფეზე გადავზომავთ კონგრუენტულ მონაკვეთებს და მათი ბოლოებიდან გავავლებთ პარალელურ წრფეებს, რომლებიც კვეთენ მეორე წრფეს, მაშინ ისინი მეორე წრფეზე ჩამოჭრიან მონაკვეთებს, რომლებიც ერთმანეთის კონგრუენტულნი იქნებიან.
თალესს მიაწერენ მრავალი თეორემის დამტკიცებას: სამკუთხედის ტოლობის „მეორე ნიშანის“ დამტკიცებას (ორი სამკუთხედი ტოლია თუ მათ ტოლი აქვთ ერთი გვერდი და მასთან მდებარე ორი კუთხე – ამ თეორემას თალესი იყენებდა ნაპირიდან საზღვაო გემებამდე მანძილის განსაზღვრისათვის), თეორემას სამკუთხედის შუა ხაზის შესახებ, ვერტიკალური კუთხეების ტოლობის დამტკიცებას, ტოლფერდა სამკუთხედის ძირითად თვისებების დადგენას და სხვ.