იაგორაშვილი ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იაგორაშვილი ნოდარ − (1945), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში, ბავშვობა გაატარა სოფელ კალაურში (გურჯაანი). სწავლობდა თბილისში, თეატრალურ სტუდიაში; დაამთავრა სოფელ ვაჩნაძიანის საშუალო სკოლა, შემდეგ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაწერა ათი წლის ასაკში და მას დადებითი შეფასება მისცა თვით იოსებ ნონეშვილმა.
- * * *
- ჩემი თელავის ყველა ქუჩას თითზე დავითვლი,
- უფალმა ღმერთმა ნადიკვარზე ცრემლად დამადნოს,
- შაქარყინულის ნატეხივით გულში ჩაგითლით,
- რომ თქვენი სითბო სიყვარული ჩამებადაგოს.
- ჩავემუხლები, დავუჩოქებ ჯვარპატიოსანს,
- გული უზომო სიყვარულით ლოცვას შენატრებს,
- ჩემი თელავის ყველა ვაჟკაცს და მანდილოსანს
- საკუთრად თითოს, გაგინათებთ თაფლის კელაპტრებს.
- მოვასწრებ, ალბათ... თვით უფალიც ამატანინებს,
- სანამდის ბოლო ამოსუნთქვა გადამთელავდეს
- წინანდლის ბაღში ამოვარჩევ ლამაზ ყვავილებს,
- რომ ფიანდაზად დაგიფინოთ ყველა თელაველს.
- გიგოს გორაზე სიყვარულის ეშხით დავთვრები
- და გადმოგძახებთ:
- - თქვენთანა ვარ, თქვენთვის ვმღერივარ!
- თქვენც გამიხსენეთ.. შემიყვარეთ, სანამ გავქრები...
- ნაღდი თუ არა, გულით მაინც თელაველი ვარ!