იარაღი ბირთვული აფეთქების ენერგიის გამოყენებით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იარაღი ბირთვული აფეთქების ენერგიის გამოყენებით - ბირთვული იარაღი, რომელიც ეფუძნება ბირთვული აფეთქების ენერგიის გარდაქმნას გარკვეული მიმართულების ე.წ. მეორეულ დამაზიანებელ ფაქტორებად. შეიცავს მცირე სიმძლავრის ბირთვულ მუხტს და ენერგიის გარდამქმნელს. ამ უკანასკნელის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული დამუხტვის რენტგენული ლაზერები, რადიოსიხშირული დიაპაზონის ენერგიის გამომსხივებლები,მაღალენერგეტიკული ნაწილების გენერატორები შესაბამისი აჩქარებით, ბირთვული მუხტის სპეციალური გარსი, რომელიც აფეთქებისას წარმოშობს მიმართული მოქმედების მაღალი სიჩქარის ლითონის ნაწილების ნაკადს [ე.წ. „ბირთვულ შრაპნელს” (მსკდომი საარტილერიო ჭურვი)]. ექსპერიმენტები ამ სახეობების იარაღის შესაქმნელად ტარდება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან.