ინდივიდუალური აფთიაქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინდივიდუალური აფთიაქი - სამხედრო მოსამსახურის თვითდახმარების სამედიცინო საშუალებების კრებული. მოიცავს ორგანიზმში მოხვედრილი შხამების გასანაიტრალებელ საშუალებებს, ტკივილგამაყუჩებელ, რადიაციის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ასევე ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკებს.