ირინოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირინოლა – სვანური საფერხულო სიმღერა. ახლავს ამებური ხასიათის ტექსტი. დიალოგი მიმდინარეობს დედასა და ახალგათხოვილ ქალს შორის. საწესჩვეულებო ფუნქცია დაკარგული აქვს, მაგრამ უწინ საქორწილო რიტუალთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ლექსი ცნობილია „თამარის“ სახელწოდებითაც.
დ. წერედიანი
ლიტერატურა
- სეანური პოეზია, 1, 1939;
- ირინოლა, 1970.