კავსაძე ალექსანდრე (პოლიტიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსანდრე კავსაძე – დაიბადა 1944 წლის 5 მაისს ქუთაისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91);
- სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
- მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1993) პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“;
- ადამიანის უფლებათა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (1992-97).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).