კალმანი იმრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმრე კალმანი

იმრე კალმანი − (24 დეკემბერი 1882, შიოფოკი, უნგრეთი – 30 ოქტომბერი 1953, პარიზი), უნგრელი კომპოზიტორი, სახელი გაითქვა თავისი ოპერეტებით (20-მდე), რომლებმაც მთელ მსოფლიოში მოიპოვეს პოპულარობა. სწავლობდა ჰ. კესლერთან. 1911-38 ცხოვრობდა ვენაში, სადაც შეიქმნა და დაიდგა მისი საუკეთესო ოპერეტები: „ჩარდაშის დედოფალი“ („სილვა“, 1915), „ბაიადერა“ (1921), „ცირკის პრინცესა“ (1926), „მონმარტრის ია“ (1930) და სხვ. 1938 -იდან შვეიცარიაშია, 1940-იდან – აშშ-ში.

კალმანი ერთ-ერთი შემქმნელია ე.წ. ახალი ვენური ოპერეტისა, რომლისათვისაც დამახასიათებელია სიუჟეტური სიტუაციების სიმძაფრე, განვითარებული დრამატურგია, მკაფიო, ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიები, ეფექტური ორკესტრობა. კალმანის მრავალ ოპერეტაში იგრძნობა უნგრული ხალხური მუსიკა (კერძოდ, ე.წ. ვერბუნკოშის) გავლენა. კალმანი შემოქმედების მწვერვალია „სილვა“, იგი ავტორია აგრეთვე სხვა ჟანრის რამდენიმე ნაწარმოებისა.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები