კასონა ალეხანდრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალეხანდრო კასონა − (ესპ. Alejandro Casona, ნამდვილი სახელი ალეხანდრო როდრიგეს ალვარეს, (1904–1965) ესპანელი პოეტი და დრამატურგი.
პიესები: „სირინოზი ხმელეთზე“, „ისევ ეშმაკი“, „გაზაფხულზე თავის მოკვლა აკრძალულია“, „ჩვენი ნატაშა“, „განთიადის ქალბატონი“, „ხეები ზეზეურად კვდებიან“, „შვიდი ძახილი ოკეანეში“, „სხვენის გასაღები“, „მესამე სიტყვა“ (და სხვ.). წევრი ორგანიზაციისა თაობა 27 (Generation of „27“). 1936 წლიდან ფრანკოს რეჟიმის აღზევების შემდეგ, კასონა იძულებული გახდა წასულიყო ესპანეთიდან.