კედლიანი ტერასები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კედლიანი ტერასები – ხელოვნური ტერასების ტიპი, კედლიანი, აგებულია შედარებით ციცაბო ფერდობებზე. იგი უფრო მწირი, ნაკლებ ნაყოფიერი და ქვიშნარი ნიადაგებითაა წარმოდგენილი. აქ, მაღალ კედლიან (შეიძლება 3 მ და მეტი სიმაღლის) და ვიწრო ტერასებს – საქვეებს აწყობდნენ. ასეთი ტერასების მოსაწყობად აუცილებელი იყო ქვებისაგან ადგილის გაწმენდა („გამოკარკვლა“) და ჭალის ნიადაგების ნოყიერი ფენით შევსება. ზედაპირის დიდი დახრილობის გამო საქვეები მრავალიარუსიან ნაგებობებს ქმნიდა, ხოლო დუქანი – 1, ან 2-იარუსიან მცირე ზომის ტერასებს.