კოდორი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოდორი – მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. კელასურის სამხრეთ-აღმოსავლეთით კოდორი ყველაზე დიდი მდინარეა. იგი დალის ხეობაში მოედინება და სოფელ აძუბჟას (ისტორიული სოფ. შქაწყარი, იგივე შუაწყალი, რომლის თარგმანია აფხაზური აძუბჟა) სამხრეთით შავ ზღვას ერთვის. მდინარის სიგრძე 84 კმ-ია, აუზის ფართობი 2030 კმ².
მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს დრანდის ტაძარი, X-XVII სს. დასავლეთ საქართველოს ერთერთი საეკლესიო ცენტრი. სახელწოდება „კოდორი“ ქართულია, როგორც ფუძე სიტყვით (საერთოქართველური „კად“, წყალი), ისე გრამატიკული გაფორმებით.