კოლვიცი კეტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეტე კოლვიცი. აჯანყებამ იფეთქა, სერიიდან გლეხთა ომი, 1903; ოფორტი, 50.7X59.2სმ. გრავიურების კაბინეტი. ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი

კეტე კოლვიცი - Käthe Kollwitz 1867 - 1945 გერმანელი მხატვარი, გარფიკოსი და სკულპტორი. დაიბადა ქალაქ კენიგსბერგში მუშაობდა ექსპრესიონისტულ მანერაში.

კოლვიცი თავის ხელოვნებას მუშათა კლასისის საქმისა და სოციალური ცვლილებების მხარდასაჭერად იყენებდა. ის ესტამპებს ანიჭებდა უპირატესობას, ვინაიდან მათი სიიაფე და ხელმისაწვდომობა მაყურებელთა ფართო აუდიტორიის მოცვის საშუალებას იძლეოდა.

1902-1908 წლებში მხატვარი ქმნის შვიდი გრავიურისგან შედგენილ სერიას, რომელშიც XVI საუკუნის გერმანელი გლეხების ომია ასახული. ნამუშევარი "აჯანყებამ იფეთქა", გუნდური ქმედების ძალის საილუსტრაციო მაგალითია. ის გლეხთა მრისხანების სიმახინჯეს ასახავს და გვიჩვენებს საკუთარი შრომის იარაღებით აღჭურვილ ხალხს, რომელთა შურისძიება მჩაგვრელებისკენაა მიმართული. წინა პლანზე გამოსახული ორი ადამიანის სახე განსაკუთრებით გროტესკულად გამოიყურება. აჯანყებულთა წინამძღოლი ანა ბლექი - მას თავად კეტე კოლვიცი განასახიერებს - ცის ფონზე გამოკვეთილი ხელების მრისხანე მოძრაობით, შეტევისკენ მოუწოდებს ბრბოს. მის უკან ფერმერული იარაღებით აღჭურვილ მშრომელთა ხალხმრავალი, ქაოტური მასაა გამოსახული. ეს ყოველივე პოლიტიკური ამბოხის დაუოკებელ სურათს წარმოქმნის.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები