კონტრასტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონტრასტი − (ფრანგ. contraste − მკვეთრი დაპირისპირება) − ხასიათების, საგნების, მოვლენების მკვეთრად გამოხატული და ურთიერთისაგან არსებითად განსხვავებული ნიშნების ურთიერთდაპირისპირება. კონტრასტული დახასიათების გამოყენება მწერალს საშუალებას აძლევს უფრო ნათლად, რელიეფურად გამოავლინოს თავისი საგნის ესა თუ ის მხარე.
კონტრასტის ნიმუშია ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“ დღისა და ღამის, მყინვარისა და თერგის დაპირისპირება; ან კიდევ მწყემსი ქალის სიტყვები „განდეგილში“:
- აქ სიკვდილია, იქ კი – სიცოცხლე,
- აქ ჭირია და იქ კი ლხინია.
- აქ სიკვდილია, იქ კი – სიცოცხლე,