კონცელიძე ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნანა კონცელიძე – დაიბადა 1981 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ქობულეთში. 1999 წელს დაამთავრა ქობულეთის №7 საშუალო სკოლა, 2003 წელს – ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, აგრონომის სპეციალობით. 2006 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

ავტორია წიგნებისა: „სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია“ (თანაავტორია, 2013), „სუბტროპიკულ-ტექნიკური კულტურები“ (თანაავტორია, 2015), „მეხილეობა“ (სამ ავტორთან ერთად, 2018). ავტორია 4 მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიისა.

ნანა კონცელიძე, მეცნიერების პარალელურად ლიტერატურის სფეროშიც მოღვაწეობს. იგი ავტორია ლექსთა კრებულებისა: „ვედრება“ (2002) და „ზღვის ტალღებში“ (2012). იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში.

წლების განმავლობაში მუშაობდა: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიის ფაკულტეტის მდივნად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის საკოორდინაციო ცენტრის წამყვან სპეციალისტად, ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგად, ბათუმის უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასისტენტად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის უფროს მასწავლებლად.

2013 წლიდან ნანა კონცელიძე ამავე უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მეცნიერ-თანამშრომელია.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები