კორგანოვი ადამ
ადამ სოლომონის ძე კორგანოვი − (19.06.1846 – 14.10.1914), სომეხი კავალერიის გენერალი (10.08.1911).
დაიბადა ტფილისში, გენერალ სოლომონ კორგანოვის შვილია. დაამთავრა კადეტთა მე-2 კორპუსი და პავლოვსკის I სამხედრო სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში შევიდა 1863 წელს.
მსახურობდა კავკასიის სასწავლო ასეულში, კავალერიის სასწავლო ესკადრონში. მეთაურობდა ესკადრონს და დივიზიონს. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში და რუსეთის არმიის შუა აზიის ლაშქრობის ახალ-თეკეს ექსპედიციაში. იმყოფებოდა კასპიისპირა ოლქის ჯარების სარდალთან.
1889 წლის 15 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1889-1891 წლებში მსახურობდა კავალერიის საკადრო რეზერვის უფროსად.
1891-1899 წლებში მეთაურობდა ასტრახანის დრაგუნთა 22-ე პოლკს.
1899-1904 წლებში მეთაურობდა კავალერიის მე-3 დივიზიის I ბრიგადას.
1904-1905 წლებში მეთაურობდა კავალერიის მე-11 დივიზიას.
1905 წლის 17 აპრილს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1905-1908 წლებში მსახურობდა კავალერიის მე-9 დივიზიის უფროსად.
1908 წლის 17 აპრილს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
დაკრძალულია ტფილისში, ვერის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის II (1878) და I ხარ.(1902),
წმ. ვლადიმერის IV და III ხარ. (1895).