ლამენტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლამენტო – (Iamento, იტალ. – ჩივილი), ნაღვლიანი, მწუხარე ხასიათის მუსიკალური პიესების სახელწოდება. დიდი როლი შეიძინა იტალიური მონოდიური სტილის განვითარებასთან ერთად. XVII ს. დასაწყისის მისი ნათელი ნიმუშია არიადნას ლამენტო კ. მონტევერდის ოპერა „არიადნაში“ (1608). ლამენტო გვხვდება XVII-XVIII ს. ოპერებში, ორატორიებში, კანტატებში (პერსელის ოპერა „დიდონა და ენეა,“ გ. ჰენდელის ოპერები). XVII ს. მეორე ნახევრიდან ტერმინი ლამენტო გამოიყენება ინსტრუმენტული ნაწარმოების მიმართაც.