ლანცა მარიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარიო ლანცა (ალფრედო კოკოცა) – (31. იანვარი 1921, ფილადელფია – 7 ოქტომბერი 1959, რომი), ამერიკელი მომღერალი (ტენორი) წარმოშობით იტალიელი. ე. როზეტის მოწაფე. ბელკანტოს სკოლის წარმომადგენელი. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1942. 1946- იდან წარმატებით გამოდიოდა აშშ-ის ქალაქებში. მღეროდა ახალი ორლეანის საოპერო დასში. შესრულებული აქვს ტენორის რეპერტუარის უმთავრესი პარტიები იტალიურ ოპერებში. მარიო ლანცას არაჩვეულებრივი სიძლიერის, ლამაზი ტემბრის ხმა ჰქონდა. გადაღებულია კინოფილმებში („დიდი კარუზო“ და სხვ.).