ლევანის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევანის ტბა – გაუდინარი მყინვარული ტბა სამსრის ქედზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2560 მ სიმაღლეზე. ჯავახეთის მაღალმთიან ტბებს შორის, ყველაზე მაღლა მდებარეობს. მცირეზომის ტბაა (სარკის ფართობი – 0.06 კმ2, უდიდესი სიღრმე – 2.8 მ). წყალი სუსტად მინერალიზებული,სუფთა და გამჭვირვალეა.