ლეკითოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეკითოსი

ლეკითოსი – (ძვ. ბერძ. λήκυθος), ბერძნულ კერამიკაში ჭურჭლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავცელებულ ფორმას წარმოადგენდა ლეკითოსი ცალყურა, ვიწროყელიანი სურა, ძალზე დამახასიათებელი მილძაბრა პირის გვირგვინით იგი ფართოდ გამოიყენებოდა როგორც ბერძენთა ყოველდღიურ ყოფაში, ასევე მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ რიტუალში (ლეკითოსს მიცვალებულს ატანჯნენ სამარხში, ხოლო სულის მოსახსენებელ დღეებში; სხვა „საჩუქრებთან” ერთად, მიჰქონდათ იგი განსვენებულის საფლავზე და ა. შ.).

საუკუნეების მანძილზე ლეკითოსის ფორმამ არსებითი ცვლილებები განიცადა. ძვ. წ. VI ს. დასაწყისში ლეკითოსის ტანი, უპირატესად, სფეროსებური მოყვანილობისაა, ხოლო თანდათანობით მიმდინარეობს ფორმის შემდეგი დახვეწა და ტანის დაგრძელება. ძვ. წ. VI ს. ბოლოსა და V ს. ფართოდაა გავრცელებული ცილინდრულტანიანი ლეკითოსი, რომელსაც მაღალი ვიწრო ყელი აქვს და საკმაოდ მოზროდილი ზარხუფისებური მოყვანილუების პირის გვირგვინი (ტუჩი).

ძვ. წ. V ს. დასასრულსა და შემდგომ საუკუნეებში ფართოდ ვრცელდება დაბალი, მუცელგამობერილი ორყურა ლეკითოსი, რომელსაც პირობით არიბალური ლეკითოსი ჰქვია.


წყარო

ანტიკური არქეოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები