ლიბიტინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიბიტინა – (რომ.) ღვთაება მიწისა, რომელიც ყოველივეს აღმოაცენებს და ყოველივეს უკანვე იბრუნებს. ლიბიტინას თაყვანს სცემდნენ აგრეთვე როგორც ბაღებისა და ვენახთა მფარველს, ნაყოფიერებისა და სიკვდილის ღვთაებას. მის სახელს ხშირად უკავშირებდნენ მიწისქვეშა სამყაროს ქალღმერთ პროზერპინასაც და ნაყოფიერების ღვთაება ვენუსსაც.