ლუმინესცენციური გადაღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლუმინესცენციური გადაღება — კინო გადაღება იმ ობიექტების, რომლებიც უხილავი ულტრაიისფერი სხივების გაშუქებით გამოსცემენ ხილულ სხვადასხვა ტალღის სიგრძის სხივებს. კინოში ლუმინესცენციური გადაღება. გამოიყენებენ კომბინირებული კადრების შესაქმნელად, ამიტომ გადასაღებ ობიექტებს ლუმინესცენციური საღებავებით ფარავენ, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების გაშუქებით თვითონ იწყებენ ნათებას, ლუმინესცენციური გადაღება გამოიყენება სპეციალური ეფექტების შესაქმნელად ნახატ მულტფილმებში, მეცნიერებაში, კერძოდ, მიკროსკოპიაში და ა. შ.