ლუმინესცენციური დეფექტოსკოპია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლუმინესცენციური დეფექტოსკოპია – კაპილარული დეფექტოსკოპიის მეთოდი, რომლითაც დეფექტების აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური ინდიკატორული ნივთიერებები (პენეტრანტები) ლუმინოფორების საფუძველზე (ნავთი, ნურიოლი და სხვ.). ამ შემთხვევაში გამომჟღავნებლად იხმარება თეთრი ფხვნილი – მაგნიუმის ჟანგი, ტალკი და სხვა.